თბილისში ყვითელი ავტობუსები აღარ ივლიან

თბილისში ყვითელი ავტობუსები აღარ ივლიან

რა სახსრებით აპირებს დედაქალაქის მერია თბილისის ავტოპარკის განახლებას ამ ეტაპზე უცნობია. საკრებულოს ურბანული დაგეგმარებისა და საქალაქო მეურნეობის კომისიის თავმჯდომარე გოჩა ბაბუნაშვილი commersant.ge-სთან აცხადებს, რომ თბილისის ავტოპარკი 100 პროცენტით შესაცვლელია და მისი განახლება თბილისის მერიის ბიუჯეტიდან მოხდება, რომელიც მომავალი წლის ბიუჯეტში იქნება გათვალისწინებული.

მისი თქმით,ის ყვითელი ავტობუსები, რომლებიც დღეს დედაქალაქში მოძრაობს, ძალიან ძველი და სრულად ამორტიზირებულია, ამიტომ დადგა მისი ახლით ჩანაცვლების საჭიროება.

ბაბუნაშვილის თქმითვე, საკრებულოს ურბანული დაგეგმარებისა და საქალაქო მეურნეობის კომისიაში შექმნილია მუშა ჯგუფი, რომელიც დედაქალაქში საზოგადოებრივი ტრანსპორტის ირვლივ არსებულ პრობლოემებს სწავლობს. მისი თქმით, მუშა ჯგუფი პრობლემების საბოლოო ვარიანტს (დოკუმენტური სახით) სექტემბრის შუარიცხვებისთვის დადებს, რომლის შემდეგაც უფრო ცხადი იქნება შემდგომი ნაბიჯები.

ბაბუნაშვილის განცხადებით, მოსაგვარებელია სამარშრუტო ტაქსების გადაადგილებაც, ასევე უმძიმესი მდგომარეობაა მეტროპოლიტენშიც. 

თბილისის მერი დავით ნარმანია თავის წინასააჩევნო პროგრამაშიც აცხადებდა,რომ დედაქალაქში მცირე რაოდენობის სამგზავრო ოპერატორების მონოპოლია ზღუდავს კონკურენციას აღნიშნულ სფეროში და ხელს უწყობს სამგზავრო მომსახურების დანახარჯების მაღალ დონეზე შენარჩუნებას და მათი დაფინანსების აუცილებლობას სხვადასხვა დონის ბიუჯეტებიდან.  პროგრამის მიხედვით, ქალაქში მოძრავი ე.წ „ყვითელი ავტობუსები“ (M3 კატეგორია) დროის დიდი ინტერვალებით მოძრაობენ საღამოს და პიკის საათებში, რაც აფერხებს მგზავრთა გადაყვანას. პროგრამის მიხედვითვე,  ქალაქში მოძრავი ავტობუსების ნაწილი ტექნიკურად გაუმართავ მდგომარეობაშია და ხშირია ავტობუსების სხვადასხვა სახის რემონტის შეფერხებები.

ნარმანია საარჩევნო პროგრამაში ასევე ყურადღებას ამახვილებდა,რომ  დღეისათვის თბილისში არსებული მარშრუტების მნიშვნელოვან ნაწილზე  მოთხოვნა სამგზავრო გადაზიდვებზე დიდია, თუმცა, დიდი ტევადობის ავტობუსების არარსებობის გამო გაძნელებულია მგზავრთა გადაადგილების მოთხოვნილების სრულად დაკმაყოფილება და ადგილი აქვს ავტობუსების დასაშვებ ზღვარზე მეტად გადატვირთულობას, განსაკუთრებით პიკის საათებში.

ნარმანია წინასაარჩევნო პროგარმაში აცხადებდა,რ ომ ქალაქის ავტოპარკის შეივსება   საშუალო და დიდი გაბარიტების მქონე ავტობუსებით. გარდა ამისა, ნარმანიას დაპირებით, მგზავრთა კომფორტული და უსაფრთხო გადაადგილების მიზნით განხორციელდება მოძველებული მეტროს ვაგონების (სათავო და შუა) მოდერნიზაცია. ასევე, განხორციელდება მეტროს სადგურების პერიოდული რეკონსტრუქცია და ახალი სადგურის  მშენებლობა.