WWTG-ს მონაწილეთა ტური კახეთში

WWTG-ს მონაწილეთა ტური კახეთში

27 აგვისტოს ღვინით ვაჭრობის მსოფლიო ჯგუფის (WWTG) პლენარული სხდომის მონაწილეები კახეთის რეგიონს ესტუმრებიან. სტუმრებს მასპინძლობას გაუწევს ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე ლევან დავითაშვილი. ტურის ფარგლებში სტუმრები წინანდალში ალექსანდრე ჭავჭავაძის სახლმუზეუმს  და ღვინის ძველ მარანს დაათვალიერებენ და ქართული ღვინის წარმოების შესახებ ინფორმაციას გაეცნობიან (11.30 სთ). 

WWTG-ს მონაწილეები კახეთის რეგიონში  კომპანიის „მეღვინეობა ხარებას"  ტურისტულ კომპლექსს ,,გვირაბი" დაათვალიერებენ (13:30 სთ),  ჩურჩხელების ამოავლებენ და თონეში  შოთის პურს გამოაცხობენ. 

სტუმრების კახეთის ტური ღვინის დეგუსტაციითა (16.00 სთ) და საზეიმო ვახშმით დასრულდება, სადაც  WWTG-ს მონაწილეებს სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელიაც შეუერთდება. საზეიმო ვახშამზე   ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე ლევან დავითაშვილი  2014 წლის რთველის დაწყებას ოფიციალურად გამოაცხადებს.