“როგორც ამერიკული მხარე, ისე სხვა სახელმწიფოები მზად არიან, დახმარება გაუწიონ საქართველოს”

“როგორც ამერიკული მხარე, ისე სხვა სახელმწიფოები მზად არიან, დახმარება გაუწიონ საქართველოს”

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის თინა ხიდაშელის განცხადებით, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილსა და აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტ ჯო ბაიდენს შორის გამართული სატელეფონო საუბარი სწორედ ამის დასტურია.

“საქართველოში ნატო-ს თავდაცვის სიტემის განთავსებაზე ბევრი განცხადება გაკეთდა. ამის დასტურია ბოლო სატელეფონო საუბარი ვიცე-პრეზიდენტ ჯო ბაიდენსა და ირაკლი ღარიბაშვილს შორის. როგორც ამერიკული მხარე, ისე სხვა სახელმწიფოები, მზად არიან დახმარება გაუწიონ საქართველოს. სწორედ ამისთვის არის საჭირო საბოლოო მოლაპარაკებები, რომელიც უელსის სამიტზე უნდა წარიმართოს. ფაქტია, რომ ცივილიზებული სამყარო საქართველოს სამხედრო პოტენციალის გაძლიერებას მხარს უჭერს. ეს დაადასტურა ჯო ბაიდენისა და ირაკლი ღარიბაშვილის სატელეფონო საუბარმაც. ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი საუბარი. ჯო ბაიდენსა და ირაკლი ღარიბაშვილს შორის საუბრის ერთი ნაწილი უკრიანაში განვითარებულ მოვლენებსაც შეეხო. საქართველოს მთავრობა და კონკრეტულად ჯანდაცვის სამინისტრო უკრაინასთან აქტიურად თანამშრომლობს”, - განაცხადა თინა ხიდაშელმა.