შსს-ს ინფორმაციით, 60 წლის მამაკაცის მიერ 12 წლის გოგონას გაუპატიურების ფაქტი არ დასტურდება. როგორც "ინტერპრესნიუსს" შსს-ში განუცხადეს, ცოტა ხნის წინ გოგონამ თავად აღიარა, რომ იცრუა. "გაუპატიურების ფაქტი არ დასტურდება, ბავშვმა ფსიქოლოგთან საუბარში განაცხადა, რომ მოიტყუა, შესაბამისად, დაკავებული პირი ამ დროისთვის გათავისუფლებულია", - განაცხადეს შსს-ში.
მათივე ინფორმაციით, ვინაიდან უწყებამ უკვე დანიშნა მომხდართან დაკავშირებით ექსპერტიზა, სამინისტრო მის პასუხს მაინც დაელოდება.
მანმადე ვრცელდება ინფორმაცია, რომ 60 წლის მამაკაცმა ქაიროს ქუჩაზე, 12 წლის გოგონა გააუპატიურა.