არასრულწლოვანის მიმართ სექსუალური ხასიათის დანაშაულის ბრალდებით 60 წლის კაცი დააკავეს

არასრულწლოვანის მიმართ სექსუალური ხასიათის დანაშაულის ბრალდებით 60 წლის კაცი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტრომ არასრულწლოვანის მიმართ სექსუალური ხასიათის ძალმომრეობის ბრალდებით 60 წლის კაცი დააკავა. ვრცელდება ინფორმაცია, რომ 60 წლის მამაკაცმა ქაიროს ქუჩაზე, 12 წლის გოგონა გააუპატიურა, თუმცა როგორც შსს-ში აცხადებენ, ეს დადასტურებული არ არის. უწყებაში განმარტავენ, რომ მიმდინარეობს გამოძიება, უნდა ჩატარდეს ექსპერტიზა და შემდეგ დადგინდება იყო თუ არა რეალურად გაუპატიურების შემთხვევა. დაკავებული ბრალს არ აღიარებს.

"შემოვიდა შეტყობინება და საქმე აღიძრა. მიმდინარეობს გამოძიება, ჩატარდება ექსპერტიზა და ამის შემდეგ დადგინდება რეალურად რა მოხდა", - აცხადებენ შსს-ში.