რეცეპტების სისტემაზე ეტაპობრივი გადასვლა წარმატებით მიმდინარეობს

რეცეპტების სისტემაზე ეტაპობრივი გადასვლა წარმატებით მიმდინარეობს

რეცეპტების აღდგენის სისტემაზე ეტაპობრივი გადასვლა წარმატებით მიმდინარეობს, - ამის შესახებ მთავრობის დღევანდელი სხდომის დაწყებამდე ჟურნალისტებს ჯანდაცვის მინისტრმა, დავით სერგეენკომ განუცხადა.

მისივე თქმით, ამ კუთხით რაიმე განსაკუთრებულ სირთულეს არც 1-ელი სექტემბრიდან ელოდებიან.

"რაიმე განსაკუთრებულ სირთულეს არ ველოდებით. ყველა ინფორმაცია ხელმისაწვდომია, როგორც მოსახლეობისთვის, ისე სამედიცინო საზოგადოებისთვის. ჩვენ ყოველ დღე გვაქვს შეხვედრები, როგორც თბილისში, ისე რეგიონებში და ვარწმუნებთ ყველას, რომ ეს ცვლილებები მოსახლეობას დამატებით ბარიერებს არ შეუქმნის", - განმარტა საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა.

1-ელი სექტემბრიდან 3 ათასზე მეტი დასახელების მედიკამენტი რეცეპტით გაიცემა.