“საქართველომ სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა უნდა აღიაროს”

“საქართველომ სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა უნდა აღიაროს”

“ქართულმა აგრესიამ სამხრეთ ოსეთში ადექვატური პოლიტიკურ-სამართლებრივი შეფასება უნდა მიიღოს და უპირველესად, თავად საქართველოსგან, 1989 წლიდან დაწყებული 2008 წლამდე.

საქართველოს ოსი ხალხის გენოციდი უნდა აღიაროს, სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა უნდა აღიაროს, მატერიალური ზარალი აანაზღაუროს და ძალის გამოუყენებლობის შესახებ დოკუმენტს უნდა მოაწეროს ხელი, სხვაგვარად სამხრეთ ოსეთს საქართველოსთან არანაირი ურთიერთობა არ ექნება.

საქართველოს ხელისუფლებამ რიტორიკა შეცვალა, თუმცა გეგმების დასახვას აგრძელევს, რაც არსებულ რეალობას არ შეესაბამება, ჩვენ ძალიან კარგად ვისწავლეთ გაკვეთილი და ილუზიებით არ ვიკვებებით, ერთადერთი, სადაც სამხრეთ ოსეთის და საქართველოს წარმომადგენლებს აზრის გაცვლა შეუძლიათ, ჟენევის დისკუსიებია.

არ გვავიწყდება, რომ საქართველოში არსებობენ, დესტრუქციული ძალები, რომლებიც ჩვენი უსაფრთოხებისთვის მუდმივ საფრთხეს ქმნიან.

მინდა, აღვნიშნო, რომ ჩვენი ძირითადი სტრატეგიული პარტნიორი რუსეთის ფედერაციაა, მხოლოდ რუსეთთან კავშირის და რუსი სამხედროების აქ ყოფნაა, ჩვენი უსაფრთხოებისა და სტაბილურობის გარანტი”, - განაცხადა თიბილოვმა.

2008 წლის 26 აგვისტოს რუსეთის მაშინდელმა პრეზიდენტმა დიმიტრი მედვედევმა ე.წ. სამხრეთ ოსეთის და აფხაზეთის დამოუკიდებლობა აღიარა.