საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო Moody s რეიტინგში საქართველოს მაჩვენებელი გაუმჯობესდა

საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო Moody s რეიტინგში საქართველოს მაჩვენებელი გაუმჯობესდა

როგორც ეკონომიკის მინისტრმა, ვიცე-პრემიერმა მთავრობის სხდომაზე განმარტა, სააგენტომ საქართველოს შეფასება „სტაბილურიდან“ „პოზიტიურში“ გადაიყვანა, რაც ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.

„ეს ძალიან სასიხარულოა და ვფიქრობთ, კარგია, არა მხოლოდ სახელმწიფო სესხების ნაწილში, არამედ კომპანიებისთვის. ეს მათ კერძო საკრედიტო რესურსის ნაწილში გაცილებით გაუადვილებს საკრედიტო რესურსის მოზიდვას. ეს ეხება, როგორც საფინანსო ინსტიტუტებს, ასევე იმ კომპანიებს, რომლებიც საკრედიტო ურთიერთობებში იმყოფებიან უცხოელ პარტნიორებთან”, - განაცხადა კვირიკაშვილმა.

პრემიერ-მინისტრმა კმაყოფილებით აღნიშნა, რომ ეს ძალიან სასიხარულო ინფორმაციაა და ქვეყნისთვის მისალოცია.