კახა თარგამაძე: გიორგი მარგველაშვილმა ბიძინა ივანიშვილს უღალატა და მე არ მიღალატებდა?

კახა თარგამაძე: გიორგი მარგველაშვილმა ბიძინა ივანიშვილს უღალატა და მე არ მიღალატებდა?

შს ყოფილი მინისტრმა კახა თარგამაძემ  გაზეთ „ასავალ-დასავალთან" ინტერვიუში საქართველოს მოქალაქეობის არმინიჭების შესახებ კიდევ ერთხელ გააკეთა კომენტარი. მისი განცხადებით, გიორგი მარგველაშვილი გიგა ბოკერიას მეგობარია და "ნაციონალური მოძრაობის" იდეოლოგიის გამტარებელია.

გიორგი მარგველაშვილი ვინც იყო და რაც იყო ყველაზე უკეთ მე ვიცი, მაგრამ თუ ასე სწრაფად დასახალხოდ მოახდენდა თავის ლუსტრაციას, არ მეგონა. მარგველაშვილი თავიდან ბოლომდე ასრულებს"ნაციონალური მოძრაობის" დავალებებს და მან დაარღვია სამართლებრივი, პრინციპულიდა კაცური ნორმები! არცერთ ერს შეურაცხყოფას არ ვაყენებ, მაგრამ ნებისმიერი გადამთიელს თურქს, ირანელს... ყველას მისცეს საქართველოს მოქალაქეობა და მარგველაშვილმა მე მითხრასაქართველოს მოქალაქეობაზე უარი? უფრო მეტიც, ვინც ვახტანგ გორგასლის სამივე ხარისხისორდენის კავალერია, საქართველოს გმირად ითვლება და მარგველაშვილმა მე რატომ გამრიყა? აქვეერთ რამ უნდა ვთქვა მთელი საქართველოს გასაგონად- გიორგი მარგველაშვილმა ბიძინაივანიშვილს უღალატა და მე არ მიღალატებდა? მარგველაშვილს პირადად საერთოდ არ ვიცნობ,მაგრამ ისე ძალიან კარგად ვიცი, რომ არის ბოკერიასა და მისი დაჯგუფების ძმაკაცი, ეგენი არიანერთი იდეოლოგიის ადამიანები, რომლებმაც დააქციეს და დაღუპეს ქვეყანა", - აცხადებს კახა თარგამაძე.