დავით სერგეენკო ხვალ უკრაინაში გაემგზავრება

დავით სერგეენკო ხვალ უკრაინაში გაემგზავრება

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო ხვალ უკრაინაში გაემგზავრება. ამის შესახებ მინისტრმა ჟურნალისტებს მთავრობის დღევანდელი სხდომის დაწყებამდე განუცხადა. 

"ჩვენ მთელი ამ ხნის განმავლობაში უკრაინის ჯანდაცვის მინისტრთან, როგორც ახლანდელთან, ისე მის წინამორბედთან, სულ გვქონდა კომუნიკაცია და მხარდაჭერის შეთავაზება. ამ ეტაპზე გადაწყდა, რომ ჩავიდოდა რამდენიმე სპეციალისტი, რომელიც ადგილზე კონსულტაციებით დაადგენდა სამოქმედო გეგმას. გადავწყვიტე, რომ მე თვითონ წავიდე, წამოვა ერთ-ერთი დეპარტამენტის ხელმძღვანელი. ხვალ დილით მივდივართ და ხვალიდანვე უკვე შეხვედრებს გავმართავთ", - აღნიშნა დავით სერგეენკომ. 

მისივე განმარტებით, უკრაინაში გამგზავრების მიზანია დაჭრილებისა და დაზარალებულთა მკურნალობაში დახმარება. "ვიზიტის მიზანია საჭიროებების შეფასება და სამომავალო გეგმის გაწერა.

ვფიქრობ, ორი დღის განმავლობაში ამას მოვახერხებთ და უკვე კვირის ბოლოდან ეს გეგმა ამოქმედდება", - აღნიშნა ჯანდაცვის მინისტრმა. 

დავით სერგეენკოსთან ერთად უკრაინაში გაემგზავრება ჯანდაცვის სამინისტროს საგანგებო სიტუაციების დეპარტამენტის უფროსი ზურაბ უტიაშვილი.  გაემგზავრება.