ვლადიმერ პუტინი მინსკში დაგეგმილ შეხვედრაში მიიღებს მონაწილეობას

ვლადიმერ პუტინი მინსკში დაგეგმილ შეხვედრაში მიიღებს მონაწილეობას

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი მონაწილეობას მიიღებს მინსკში დაგეგმილ შეხვედრაში "საბაჟო კავშირის" წევრი სახელმწიფოების ლიდერებსა და უკრაინის პრეზიდენტს შორის. ინფორმაციას კრემლის პრესსამსახური ავრცელებს. 

"26 აგვისტოს რუსეთის პრეზიდენტი ბელორუსის დედაქალაქს ეწვევა, სადაც მონაწილეობას მიიღებს "საბაჟო კავშირის" წევრი სახელმწიფოების ლიდერებსა და უკრაინის პრეზიდენტს, ასევე ევროკომისიის წარმომადგენლებს შორის გამართულ შეხვედრაში", - ნათქვამია კრემლის განცხადებაში. 

უკრაინული მედიის ცნობით, მინსკში გასამართ შეხვედრაზე განხილული იქნება უკრაინასა და ევროკავშირს შორის ასოცირების შეთანხმების შესრულებასთან დაკავშირებული საკითხები, ენერგეტიკული უსაფრთხოებისა და დონბასში ვითარების სტაბილიზაციის საკითხები. 

ევროკავშირის მხრიდან მინსკში გამართულ შეხვედრას უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში კეტრინ ეშტონი, ევროკომისარი ენერგეტიკის საკითხებში გიუნტერ ოტინგერი და ევროკომისარი ვაჭრობის საკითხებში კარლ დე გუხტი დაესწრებიან.