ნატო აფხაზეთის რეგიონში ჩატარებულ არჩევნებს არ აღიარებს. ამის შესახებ ნათქვამია ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალური მდივნის , ანდერს ფოგ რასმუსენის განცხადებაში, რომელიც ნატო-ს ოფიციალურ ვებგვერდზეა გავრცელებული.
"ეს არჩევნები ხელს არ უწყობს მშვიდობას და ვითარების გრძელვადიან დარეგულირებას საქართველოში. ნატო-ს მოკავშირეები არ აღიარებენ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რეგიონებს, როგორც დამოუკიდებელ სახელმწიფოებს.
ალიანსი კიდევ ერთხელ ადასტურებს სრულ მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმათ მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში", - ნათქვამია რასმუსენის განცხადებაში.
ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები 24 აგვისტოს ჩატარდა. წინასწარი მონაცემებით, "არჩევნებში" რაულ ხაჯიმბამ გაიმარჯვა.