ამ წუთებში სენაკის ცენტრალური ბაზარი იწვის

ამ წუთებში სენაკის ცენტრალური ბაზარი იწვის

ადგილზე მობილიზებულია სამაშველო სამსახურის ბრიგადები სამეგრელო-ზემო სვანეთის თითქმის ყველა მუნიციპალიტეტიდან, თუმცა ცეცხლის ჩაქრობა ვერ ხერხდება.

სენაკის გამგებლის, გოჩა დგებუაძის განცხადებით, მთლიანად დამწვარია ბაზრის შიდა ტერიტორია და ბაზარში მდებარე სხვადასხვა მაღაზიები.

ამასთან, დამწვარია რამდენიმე აფთიაქი და სტომატოლოგიური კლინიკაც. ამ წუთებში ადგილზე ბაზრის მოვაჭრეები არიან შეკრებულები. მათი თქმით, მათ სესხები ჰქონდათ გამოტანილი და ხელისუფლებას დახმარებას სთხოვენ.

ადგილზე სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორიც იმყოფება. მისი განცხადებით, იგი დაზარალებულების პრობლემას ცენტრალურ ხელისუფლებას მიაწვდის.

ამ დრომდე უცნობია ხანძრის გამომწვევი მიზეზი, თუმცა როგორც მოვაჭრეები აცხადებენ, ბაზრის დაწვა ბაზრის დირექციის ინტერესებში შედიოდა და ხანძრის გაჩენა სპეციალურად მოხდა. მათი თქმით, კერა 4 ადგილას იყო.

მომხდარზე გამოძიება უკვე დაწყებულია. ზარალის დამთვლელი კომისია მუშაბას სავარაუდოდ, უახლოეს საათებში დაიწყებს.