შეწყალების კომისიის თავმჯდომარე მოშიმშილე მსჯავრდებულებს შეხვდა

შეწყალების კომისიის თავმჯდომარე მოშიმშილე მსჯავრდებულებს შეხვდა

შეწყალების კომისიის თავმჯდომარე ზვიად ქორიძე სასჯელაღსრულების მე-5 დაწესებულებაში მოშიმშილე მსჯავრდებულებს შეხვდა. ზვიად ქორიძის განცხადებით, მას დაუკავშირდა სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი გიორგი მღებრიშვილი, რომელმაც ქალთა დაწესებულებაში მისვლა და მსჯავრდებულების პრობლემების მოსმენა სთხოვა.

შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. მსჯავრდებული ქალბატონები დაინტერესდნენ შეწყალების კომისიის მუშაობის სპეციფიკით. ზვიად ქორიძემ მათ თითოეული საქმის მსვლელობის დეტალები განუმარტა. მსჯავრდებული ქალბატონები შეწყალების კომისიის თავმჯდომარესთან შეხვედრით კმაყოფილები არიან და აცხადებენ, რომ კითხვებზე ამომწურავი პასუხები მოისმინეს, ზვიად ქორიძემ კი აღნიშნა, რომ შეხვედრა ნაყოფიერი იყო და საჭიროა, კომისიის წევრებმა საქმეების განხილვისას მეტი ჰუმანიზმი გამოიჩინონ.

მოშიმშილე მსჯავრდებულებთან შეხვედრის შემდეგ შეწყალების კომისიის თავმჯდომარე დანარჩენ მსჯავრდებულებსაც შეხვდა და მათი პრობლემები მოისმინა.

მოშიმშილე  ქალბატონები შეწყალების კომისიის თავმჯდომარის გარდა, პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელიასთან, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ვახტანგ ხმალაძესთან, სახალხო დამცველ უჩა ნანუაშვილთან, პირობით ვადამდე გათავისუფლების მუდმივმოქმედი  კომისიისა და ადგილობრივი საბჭოების ხელმძღვანელ პირებთან შეხვედრას ითხოვენ.