ნატო-ს გენერალური მდივნის ანდერს ფოგ რასმუსენის განცხადებით, ნატო-ს მეკავშირეები აფხაზეთის და ე.წ. სამხრეთ ოსეთს დამოუკიდებლობას არ აღიარებენ.
მისივე თქმით, აღნიშნული არჩევნები კონფლიქტის მშვიდობიან მოგვარებას არ უწყობს ხელს.
“ნატო-ს მეკავშირეები აფხაზეთსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობას არ აღიარებენ. ალიანსი მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში”, -აცხადებს ალიანსის გენერალური მდივანი.