ჯეიმს აპატურაი სეპარატისტების მიერ უკრაინელი ტყვეების კოლონის ჩატარებას უზნეობას უწოდებს

ჯეიმს აპატურაი სეპარატისტების მიერ უკრაინელი ტყვეების კოლონის ჩატარებას უზნეობას უწოდებს

იმ ბევრ უზნეობას შორის, რაც სეპარატისტებმა აღმოსავლეთ უკრაინაში ჩაიდინეს, ეს სიის თავში უნდა იყოს, - ასე აფასებს ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ჯეიმს აპატურაი Facebook-ში თავის ოფიციალურ გვერდზე გუშინ დონეცკის ცენტრში სეპარატისტების მიერ უკრაინელი ტყვეების კოლონის ჩატარებას.

ე.წ. "ტყვეების აღლუმის" ჩატარების პირობა პრორუსმა სეპარატისტებმა უკრაინის დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონიძიებების საპასუხოდ დადეს. გუშინ, როდესაც დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით კიევში სამხედრო აღლუმი იმართებოდა, დონეცკში, ლენინის მოედანზე, დაახლოებით 100 ხელებშეკრული სამხედრო მოსამსახურე გამოიყვანეს, რომელთაც ტერორისტები ავტომატებით ხელში მიჰყვებოდნენ. კოლონის მსვლელობისას ტყვეებს კვერცხებს, პომიდორებსა და წყლიან პლასტმასის ბოთლებს ესროდნენ.