ბრიტანული მუსიკალური მას-მედიის ინფორმაციით, ცნობილმა ირლანდიელმა მომღერალმა შინეიდ ო’კონორმა ახალ ალბომზე მუშაობა დაასრულა. მისი სახლწოდებაა “How About I Be Me (And You Be You)”.
მომღერლის რიგით მეცხრე სტუდიური ჩანაწერი გაყიდვაში 2012 წლის პირველ ნახევარში გამოვა.
ახალ ალბომში წარმოდგენილი იქნება ახალი, დღემდე უცნობი კომპოზიციები და ამერიკელი მომღერალი ჯონ გრანტის კომპოზიციის “Queen Of Denmark” ქოუვერ ვერსია.
ალბომის გამოცემის შემდეგ შინეიდ ო’კონორი მსოფლიო საგასტროლო ტურნეში გაემგზავრება. ის მიეძღვნება მომღერლის 25 წლიან მუსიკალურ მოღვაწეობას.
შინეიდ ო’კონორის სადებიუტო ჩანაწერმა “The Lion and the Cobra” დღის სინათლე 1987 წელს იხილა.
45 წლის მომღერლის ბოლო სტუდიური ნამუშევარი “Theology” 2007 წელს გამოიცა.