ყველაზე შემოსავლიანები

ყველაზე შემოსავლიანები

გუშინ გამოცემამ “Forbes” გამოაქვეყნა იმ ქალ მომღერალთა ჩამონათვალი, რომლებმაც მიმდინარე წელს საკუთარი პროფესიით ყველაზე მეტი თანხა გამოიმუშავეს.

 

ამ საპატიო სიის სათავეში ამერიკელი მომღერალი ლედი გაგა აღმოჩნდა. ქალბატონმა გაგამ 2011 წელს პირადი ბიუჯეტი 90 მილიონი დოლარით შეავსო. საუბარია საკონცერტო მოღვაწეობითა და ალბომების გაყიდვით შემოსულ თანხებზე.

 

მეორე პოზიციაზე ლედი გაგას თანამემამულე, ქანთრის შემსრულებელი ტეილორ სვიფტი გავიდა. ამ ახალგაზრდა მუსიკოსმა 45 მილიონი დოლარი გამოიმუშავა.

 

მესამე ადგილი მომღერალმა ქეთი პერიმ დაიკავა. მის ანგარიშზე 44 მილიონი დოლარია.

 

ბეიონსი 35 მილიონი დოლარით გამდიდრდა და მეოთხე პოზიციაზე აღმოჩნდა.

 

მიმდინარე წელი მომღერალი რიანასათვის შედარებით “უიღბლო” გამოდგა. მან მხოლოდ 29 მილიონი დოლარი დააგროვა და გამოცემის მიერ გამოქვეყნებულ სიაში მეხუთე ადგილი დაიკავა.