მდინარე თერგმა რუსეთის მხარეს ერთი ცხედარი გამორიყა

მდინარე თერგმა რუსეთის მხარეს ერთი ცხედარი გამორიყა

ყაზბეგის გამგებლის გივი ქირიკაშვილის ინფორმაციით, მდინარემ თურქეთის მოქლაქის ცხედარი გამორიყა, რომელიც წუხელ სტიქიის დროს გვირაბში მუშაობდა. ამ დრომდე უცნობია ინფორმაცია მეორე დაკარგულის შესახებ.

მისივე ინფორმაციით, დარიალის ხეობაში მამათა მონასტრის ტერიატორიაზე მყოფი ყველა პირი უკვე თბილისშია. მონასტრის ტერიტორიაზე რჩებიან ბერები. გამგებლის განცხადებით, მათ საფრთხე არ ემუქრებათ.

დარიალის ხეობაში მეწყერი წუხელ ჩამოწვა. დატბორილია ყაზბეგი-ლარსის საბაჟო; ხეობაში ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია.

დარიალის ხეობაში მეწყერი მიმდინარე წლის 17 მაისსაც ჩამოწვა. მაშინ სტიქიას 5 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.