დარიალის ხეობაში სხვადასხვა სამთავრობო უწყებების წარმომადგენლებთან ერთად ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის თანამშრომლები იმყოფებიან.
შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე, საბაჟო-გამშვები პუნქტის ,,ყაზბეგი“ მებაჟე ოფიცრები მუდმივ რეჟიმში მორიგეობენ. მათ შეძლეს დაცულ ადგილას გადაეტანათ ტექნიკისა და სამუშაო ინვენტარის ნაწილი.
საბაჟო-გამშვები პუნქტის ფუნქციონირების აღდგენის ვადებთან დაკავშირებით, საზოგადოებას ინფორმაცია დამატებით მიეწოდება.