ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პარლამენტმა ბელორუსს აღიარების თხოვნით მიმართა. "პირველ რიგში, გვსურს გამოვხატოთ მადლიერება ბელორუსის ხელისუფლების , ბელორუსის ეროვნული კრების და მთლიანად მოძმე ბელორუსი ერის მიმართ სხვადასხვა პერიოდში აფხაზეთის რესპუბლიკის დახმარების გამო და გთხოვთ, განიხილოთ მიმართვა აფხაზეთის რეპუბლიკის სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღიარების შესახებ", - ნათქვამია აფხაზეთის დე ფაქტო პარლამენტის მიერ გაგზავნილ წერილში.
მიმართვას ხელს ე.წ. პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი, დე ფაქტო პარლამენტის სპიკერი ვალერი ბღანბა აწერს.
აფხაზეთის დამოუკიდებლობა რუსეთმა, ნიკარაგუამ, ნაურუმ და ვენესუელამ აღიარა.