საბაჟო გამშვებ პუნქტ

საბაჟო გამშვებ პუნქტ "ლარსზე" სავარაუდოდ დაზიანებულია ტექნიკა და ინვენტარი

ზუსტი ინფორმაცია საბაჟო გამშვებ პუნქტ "ლარსზე" არსებული ვითარების შესახებ ჯერჯერობით არ არსებობს. როგორც "ინტერპრესნიუსს" შემოსავლების სამსახურიდან აცნობეს , საბაჟო გამშვები პუნქტი "ლარსი" დატბორილია და დიდია ალბათობა, რომ დაზიანებულია ტექნიკა და სამუშო ინვენტარი. 

შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, დარიალის ხეობაში მომხდარი სტიქიური უბედურების გამო შემოსავლების სამსახურის საბაჟო გამშვებ პუნქტ "ლარსზე" მუშობა შეჩერებულია. 

"სტიქიის დროს ჩამოწოლილმა მასამ საბაჟოს ტერიტორია და ნაგებობები დატბორა. სტიქიის ადგილზე გაემგზავრა შემოსავლების სამსახურის უფროსი ირაკლი გვარამაძე. რთული მეტეოროლოგიური პირობებისა და გზის გაწმენდითი სამუშაოების მიმდინარეობის გამო, სამსახურის ხელმძღვანელობამ ვერ შეძლო უშუალოდ საბაჟო გამშვებ პუნქტამდე მისვლა, შესაბამისად, ზუსტი ინფორმაცია "ლარსზე" არსებული ვითარების შესახებ ჯერჯერობით არ არსებობს. თუმცა, დიდია ალბათობა, რომ დაზიანებულია ტექნიკა და სამუშო ინვენტარი. საბაჟოს ტერიტორიიდან თანამშრომლები უსაფრთხო ზონაში, ლარსის სამონასტრო კომპლექსში არიან გადაყვანილი. შექმნილი ფორსმაჟორული სიტუაციიდან გამომდინარე, სტიქიისგან გამოწვეული ზარალის დადგენისა და შესაბამისი სარეაბილიტაციო სამუშოების დაგეგმვა-განხორციელების მიზნით, შემოსავლების სამსახურში შეიქმნა სამუშაო ჯგუფი სამსახურის უფროსის ირაკლი გვარამაძის ხელმძღვანელობით", - ნათქვამია შემოსავლების სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.