ღაზას სექტორში ავიაშეტევებს

ღაზას სექტორში ავიაშეტევებს "ჰამასის" სამი ლიდერი ემსხვერპლა

ღაზას სექტორში ისრაელის ავიაშეტევებს "ჰამასის" სამი ლიდერი ემსხვერპლა. ამის შესახებ ინფორმაციას "ბიბისი" ავრცელებს.

"ჰამასის" ინფორმაციით, ლიდერების გარდა, ქალაქ რაფასთან განხორციელებულ ავიაშეტევებს კიდევ სამი ადამიანი ემსხვერპლა.

ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს განცხადებით, ისრაელი მანამდე არ შეწყვეტს ღაზას სექტორში ოპერაციას, ვიდრე ისრაელის მოქალაქეებისთვის სრული უსაფრთხოება და სიმშვიდე არ იქნება უზრუნველყოფილი.

ამასთან, პალესტინური დაჯგუფება უცხოურ ავიაკომპანიებს აფრთხილებს, დღეიდან თავი შეიკავონ ისრაელის ტერიტორიაზე ფრენებისგან.

ღაზას სექტორში 8 ივლისს დაწყებული საომარი მოქმედებების შედეგად 2 103 ადამიანია დაღუპული, ამათგან 67 ისრაელის მოქალაქეა, დანარჩენი პალესტინელები. დაღუპულთა უმრავლესობა მშვიდობიანი მოქალაქეა.