დარიალის ხეობაში დაკარგული ორი ადამიანიდან ერთი საქართველოს, მეორე კი, თურქეთის მოქალაქეა

დარიალის ხეობაში დაკარგული ორი ადამიანიდან ერთი საქართველოს, მეორე კი, თურქეთის მოქალაქეა

დარიალის ხეობაში ჩამოწოლილი მეწყერის შედეგად დაკარგული ორი პირიდან ერთი საქართველოს, ერთი კი თურქეთის მოქალაქეა. ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" ყაზბეგის გამგებელმა,  გივი ქირიკაშვილმა განუცხადა. მისივე განმარტებით, ორივე მათგანი ჰესის მშენებლობაზე იყო დასაქმებული და სტიქიის დროს გვირაბში მუშაობდა.

ყაზბეგის გამგებლის ინფორმაციით, უკვე დაიწყო გზის გაწმენდითი და მდინარის კალაპოტში გადაყვანის სამუშაოები.

დევდორაკის ხეობაში მთის მასა ინტენსიური წვიმისა და ღვარცოფის შედეგად წუხელ ჩამოწვა.  წუხელ ჰესზე მომუშავე ოთხი დაკარგულის შესახებ ვრცელდებოდა ინფორმაცია, რადგან მათთან დაკავშირება ვერ ხერხდებოდა.

დარიალში მეწყერი მიმდინარე წლის 17 მაისსაც ჩამოწვა. მაშინ სტიქიას 5 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.