ღაზას სექტორში ავიაშეტევისას 9 ადამიანი დაიღუპა

ღაზას სექტორში ავიაშეტევისას 9 ადამიანი დაიღუპა

სულ მცირე 9 ადამიანი დაიღუპა ღაზას სექტორში ისრაელის ავიაშეტევების შედეგად. ამის შესახებ ინფორმაციას "ბიბისი" ავრცელებს. 

გავრცელებული ინფორმაციით, დაღუპულთა შორის არიან "ჰამასის" სამხედრო მეთაურის მოჰამედ დეიფის ცოლი და შვილი. ისრაელის ავიაშეტევის შედეგად დაშავებულია 50 ადამიანი. 
ისრაელის მხარის განცხადებით, გუშინ ღაზას სექტორიდან ისრაელის მიმართულებით 50 რაკეტა გაუშვეს. განგაშის სიგნალები ისმოდა ისრაელის რამდენიმე ქალაქში, მათ შორის თელ-ავივსა და იერუსალიმში. 

არსებული ინფორმაციით, გუშინ "ჰამასმა" ისრაელის მიმართულებით რაკეტები მხარეებს შორის დადებული 24-საათიანი ზავის ამოწურვამდე გაუშვა. 

პალესტინის ხელისუფლების განცხადებით, ღაზას სექტორში 8 ივლისს დაწყებული საომარი მოქმედებების შედეგად 2 016 პალესტინელი დაიღუპა. ისრაელის მხარის განცხადებით, ისრაელში 67 ადამიანია დაღუპული.