ებოლას ვირუსით გარდაცვლილთა რიცხვი მატულობს

ებოლას ვირუსით გარდაცვლილთა რიცხვი მატულობს

დასავლეთ აფრიკის ქვეყნებში მომაკვდინებელი ებოლას ვირუსით გარდაცვლილთა რიცხვი მატულობს. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის ინფორმაციით, 1145 ადამიანი უკვე გარდაიცვალა, 2127 ადამიანი კი დაინფიცირებულია. დაავადება გავრცელებულია ლიბერიაში სიერა ლიონესა და გვინეაში. ორგანიზაციის ინფორმაციით, მათგან ყველაზე მეტი დაინფიცირებული გვინეაშია, სადაც ამ დაავადების პირველი ფაქტი გასული წლის დეკემბერში დაფიქსირდა. რაც შეეხება მსხვერპლს, ამ სამი ქვეყნიდან ლიბერიაში 413 ადამიანია გარდაცვლილი, გვინეაში - 380 და სიერა ლიონეში 348. ნიგერიაში ამ დაავადებით მხოლოდ 4 ადამიანია დაღუპული. ვირუსის სამკურნალო პრეპარატი ჯერჯერობით არ არსებობს.