დონეცკში სეპარატისტებმა ქალაქის ცენტრში ცეცხლი გახსნეს

დონეცკში სეპარატისტებმა ქალაქის ცენტრში ცეცხლი გახსნეს

დონეცკში, სეპარატისტებმა ქალაქის ცენტრში ცეცხლი გახსნეს. ამის შესახებ უკრაინის ეროვნული უშიშროების საბჭოს სპიკერმა ანდრეი ლისენკომ განაცხადა. 
მისივე თქმით, ქალაქში მყოფი სეპარატისტები აგრძელებენ ინფრასტრუქტურის განადგურებას. 

როგორც ანდრეი ლისენკომ კიევში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, უკრაინის სამთავრობო ძალებმა დონეცეკში ცოტა ხნის წინ ანტიტერორისტული ოპერაციის დასკვნითი ეტაპი დაიწყეს. მისივე განცხადებით, პოზიციური ბრძოლები მიმდინარეობს ლუგანსკშიც. 

უკრაინული მედიის ცნობით, დონეცკში გასული ღამის განმავლობაში 11 მშვიდობიანი მოსახლე დაიღუპა და 8 დაიჭრა.