აშშ-ის 90 ქალაქში აქციები იმართება

აშშ-ის 90 ქალაქში აქციები იმართება

აშშ-ში, მისურის შტატის ქალაქ ფერგიუსონსა და სხვა შტატების ქალაქებში ასობით ადამიანი გამოვიდა პოლიციის მიერ უიარაღო თინეიჯერის მკვლელობის გასაპროტესტებლად. 
უცხოური მედიის ცნობით, საპროტესტო აქციები აშშ-ის სულ მცირე 90 ქალაქში იმართება. 

მისურის შტატის პოლიციის განცხადებით, ფერგიუსონში გამართული დღევანდელი აქცია, წინა დღეებისგან განსხვავებით მშვიდობიანად მიმდინარეობს. 
18 წლის მაიკლ ბრაუნი პოლიციელმა ქალაქ ფერგიუსონში გასულ კვირას მოკლა. თინეიჯერის მკვლელობას ფერგიუსონში მასობრივი საპროტესტო გამოსვლები მოჰყვა, რომელიც დღემდე გრძელდება. 

უცხოური მედიის ცნობით, პოლიციამ გუშინ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა დემონსტრანტების დასაშლელად, ასევე დაკავებულია საპროტესტო აქციის რამდენიმე მონაწილე.