პუტინი ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპული სასამართლოს იურისდიქციიდან გასვლას არ გამორიცხავს

პუტინი ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპული სასამართლოს იურისდიქციიდან გასვლას არ გამორიცხავს

საჭიროების შემთხვევაში, რუსეთი ცალმხრივად დატოვებს საერთაშორისო შეთანხმებებს. "დოიჩე ველეს" ინფორმაციით, ამის შესახებ რუსეთის ლიდერმა ვლადიმერ პუტინმა ყირიმში სათათბირო ორგანოს ფრაქციის თავმჯდომარეებთან შეხვედრისას განაცხადა. 

პუტინის თქმით, აშშ ცალმხრივად გამოვიდა სტრატეგიული შეტევითი შეიარაღების შემცირების შესახებ ხელშეკრულებიდან. "ჩვენც ასევე გავაკეთებთ მაშინ, როდესაც ჩავთვლით ამის გაკეთებას მომგებიანად და საჭიროდ ჩვენი ინტერესების უზრუნველსაყოფად", – აღნიშნა რუსეთის პრეზიდენტმა.

კონკრეტულად, კი პუტინმა არ გამორიცხა რუსეთის გამოსვლის შესაძლებლობა ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპული სასამართლოს იურისდიქციიდან. მისი თქმით, აღნიშნული სასამართლო ბევრ გადაწყვეტილებას პოლიტიზირებულად იღებს და თუ ეს პრაქტიკა გაგრძელდება, რუსეთის მისი იურისდიქციიდან გამოსვლა შესაძლებელი იქნება. "თუმცა, დღის წესრიგში აღნიშნული საკითხი ჯერ არ დგას", – განაცხადა პუტინმა