პაკისტანში მთავრობისა და ოპოზიციის მხარდამჭერებს შორის შეტაკება მოხდა

პაკისტანში მთავრობისა და ოპოზიციის მხარდამჭერებს შორის შეტაკება მოხდა

პაკისტანის ქალაქ გუჯრანვალაში ოპოზიციის ლიდერის იმრან ხანის ავტომანქანაზე შეიარაღებულ თავდასხმას მთავრობისა და ოპოზიციის მხარდამჭერებს შორის შეტაკებები მოჰყვა. 
"ბიბისის" ცნობით, თავდასხმის შედეგად ოპოზიციის ლიდერი იმრან ხანი არ დაშავებულა.

იმრან ხანის პარტიის ცნობით, ოპოზიციის ლიდერის ავტომობილზე შეიარაღებული თავდასხმა მმართველი პარტიის "პაკისტანის მუსლიმთა ლიგა" (PML-N) მხარდამჭერებმა განახორციელეს. 
"ბიბისის" ინფორმაციით, გუჯრანვალაში საპროტესტო მარშს მართავს მუსლიმი ოპოზიციონერი სასულიერო პირი ტაჰირ ქადრი. 

დემონსტრანტები ქვეყნის პრემიერ-მინისტრის ნავაზ შარიფის გადადგომას მოითხოვენ.