პარლამენტმა კარლო კვიტაიშვილის თანამდებობიდან გათავისუფლების საკითხს მხარი დაუჭირა

პარლამენტმა კარლო კვიტაიშვილის თანამდებობიდან გათავისუფლების საკითხს მხარი დაუჭირა

პარლამენტმა 85 ხმით, 13-ის წინააღმდეგ კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარის კარლო კვიტაიშვილის თანამდებობიდან გათავისუფლების საკითხს მხარი დაუჭირა. 

პლენარულ სხდომაზე გამართული კენჭისყრის შედეგი იმას ნიშნავს, რომ კვიტაიშვილის იმპიჩმენტის საკითხი პარლამენტის დღის წესრიგში შევიდა და მის გათავისუფლებას 30 დღის განმავლობაში ეყრება კენჭი, რისთვისაც უკვე პარლამენტის სიითი შემადგენლობის 3/5-ია საჭირო.

კანონის გათვალისწინებით, კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წარმომადგენლის გათავისუფლების საკითხის აღძვრის უფლება აქვს პარლამენტის წევრებს, რაზეც პარლამენტში 58 დეპუტატის შესაბამისი მიმართვა შევიდა. საკომიტეტო მოსმენების შემდგომ, დღეს კენჭისყრაზე კარლო კვიტაიშვილის გათავისუფლების ინიციატივის პარლამენტის დღის წესრიგში შეტანის საკითხი დადგა. დღის წესრიგში შეტანისთვის საჭირო იყო პარლამენტის სიითი შემადგენლობის უმრავლესობა.

პარლამენტის დღევანდელი გადაწყვეტილების შემდეგ, 30 დღის განმავლობაში თავად კარლო კვიტაიშვილის გათავისეფლების საკითხს ეყრება კენჭი, რისთვისაც უკვე აუცილებელია სიითი შემადგენლობის 3/5.

გარდა ამისა, დღეს პარლამენტმა კიდევ ერთი თვით უფლებამოსილების ვადა ეროვნული კომისიის საქმიანობის შემსწავლელ საგამოძიებო კომისიას გაუგრძელა.