აშშ-ის პრეზიდენტმა, ბარაქ ობამამ ფედერალური უწყებების მუშაობის შეზყვეტის გამო აზიაში ვიზიტი გააუქმა. ამის შესახებ "როიტერი" იუწყება. გავრცელებული ინფორმაციით, აშშ-ის ლიდერი არ დაესწრება ორ სამიტს, მათ შორის ინდონეზიაში გასამართ აზია-წყნარი ოკეანის ეკონომიკური თანამშრომლობის (APEC) შეხვედრას.
"მიღებული გადაწყვეტილება მთავრობის მუშაობის შეჩერების გამო უცხოეთში მოგზაურობასთან დაკავშირებულ სირთულეებს უკავშირდება", - განაცხადეს თეთრ სახლში.
ამასთან, ჩაიშალა ინდონეზიაში, APEC-ის შეხვედრის ფარგლებში დაანონსებული რუსეთის პრეზიდენტისა და აშშ-ის ლიდერის ერთობლივი შეხვედრა, რომლის შესახებაც რუსულმა მხარემ გუშინ განაცხადა.
თეთრი სახლის ინფორმაციით, ბარაქ ობამას ნაცვლად ბრუნეიში APEC-ის შეხვედრასა და აღმოსავლეთ აზიის სამიტს აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ჯონ ქერი დაესწრება.