შეწყალების თაობაზე განკარგულება 3 000-მდე პირმა უკვე მიიღო

შეწყალების თაობაზე განკარგულება 3 000-მდე პირმა უკვე მიიღო

პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან პირობითი მსჯავრისა და ნასამართლობის მქონე პირთა შეწყალების თაობაზე განკარგულება სამი ათასამდე პირმა გაიტანა. ამის შესახებ ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. 

მათი ინფორმაციით, პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ამჟამადაც მიმდინარეობს პრეზიდენტის იმ განკარგულებების გაცემა, რომლებიც პირობით მსჯავრდადებულ და ნასამართლობის მქონე პირთა შეწყალებას ითვალისწინებს.

პრეზიდენტის ადმინისტრაციას მსგავსი თხოვნით 18 ათასამდე ადამიანმა მიმართა.