Greenberg, Quinlan, Rosner Research-ის კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 43% მხარს გიორგი მარგველაშვილს დაუჭერდა

Greenberg, Quinlan, Rosner Research-ის კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 43% მხარს გიორგი მარგველაშვილს დაუჭერდა

ამერიკული კვლევითი კომპანია "გრინბერგ, ქუინლან, როზნერ რისერჩის" კვლევის თანახმად, კითხვაზე, დღეს რომ საპრეზიდენტო არჩევნები ტარდებოდეს, დასახელებულთაგან რომელ კანდიდატს მისცემდით ხმას, 43% გიორგი მარგველაშვილს ასახელებს, 22% - დავით ბაქრაძეს, 8% - ნინო ბურჯანაძეს, 5% - შალვა ნათელაშვილს, 1-1% კი მხარდაჭერას გიორგი თარგამაძესა და კობა დავითაშვილს უცხადებს. გამოკითხულთა 17%-ს კი, გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია. 

საზოგადოებრივი აზრის კვლევა ამერიკულმა კვლევითმა კომპანიამ "გრინბერგ, ქუინლან, როზნერ რისერჩმა" (Greenberg, Quinlan, Rosner Research) საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის დაკვეთით ჩაატარა.

კვლევა ჩატარებულია მთელი ქვეყნის მასშტაბით 1,204 პირისპირი ინტერვიუს გზით; კვლევის ჩატარების თარიღია 2013 წლის 15-21 სექტემბერი; ცდომილება +/- 2.8%-ია.