საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე, დავით ზალკალიანი და საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, დღეს, ადმინისტრაციული ხაზის გასწვრივ მდებარე სამ სოფელს მოინახულებენ.
საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საგარეო უწყების და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები დიდ ხურვალეთს, დვანსა და დიცს ესტუმრებიან და ვითარებას ადგილზე გაეცნობიან.