სამარ ჩოკუტაევმა სოციალურ ქსელებში საკუთარი პროფილი გააუქმა

სამარ ჩოკუტაევმა სოციალურ ქსელებში საკუთარი პროფილი გააუქმა

ე.წ. ჯიჰადის ვიდეოს საქმეზე ბრალდებულმა სამარ ჩოკუტაევმა სოციალურ ქსელ "ფეისბუქში" და "ვკონტაქტე" -ში საკუთარი პროფილი გააუქმა.

ჩოკუტაევის პროფილის ნახვა "ფეისბუქში" დღესაც შესაძლებელი იყო, თუმცა ცოტა ხნის წინ მისი გვერდი გაუქმდა.

სამარ ჩოკუტაევს პროფილზე სამუშაო ადგილად მითითებული ჰქონდა კომპანია "აქუაფონი", რომელიც აფხაზეთის მობილური კავშირგაბმულობის კომპანიაა.

დაბადების თარიღად მითითებული იყო 1989 წლის 6 მარტი, რაც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ მონაცემებს ემთხვევა.

მის პროფილზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ჩოკუტაევი სოხუმში ცხოვრობს და მას სოციალურ ქსელში სამსახურში ადგილზე გადაღებული ფოტოებიც ჰქონდა გავრცელებული.