შინაგან საქმეთა სამინისტრო პროკურატურასთან ერთად სამარ ჩოკუტაევთან დაკავშირებით "ინტერპოლისთვის" მასალებს ამზადებს , - ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გადაცემაში "დიდი პოლიტიკა" განაცხადა.
"ჩვენ უკვე გამოვაცხადეთ მასზე საერთაშორისო ძებნა", - აღნიშნა ღარიბაშვილმა. შს მინისტრმა იმედი გამოთქვა, რომ ჩოკუტაევის დაკავებაში ქართულ მხარეს "ინტერპოლი" დაეხმარება.
ე.წ. ჯიჰადის ვიდეოს საქმე გახსნილია. "ბრალდებულია ყირგიზეთის მოქალაქე სამარ ჩოკუტაევი, რომელიც ამჟამად საქართველოს არაკონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფება, - ამის შესახებ შსს-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმღძღვანელმა ნინო გიორგობიანმა დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა.
შსს-ს ინფორმაციით, ჩოკუტაევი სოხუმში მობილური კავშირგაბმულობის ერთ-ერთ კომპანიაში მუშაობს.