ირაკლი ღარიბაშვილი:  ვინც დაინტერესდა ე.წ. ჯიჰადის ვიდეოს გამოძიებით, მე მას ვუთხარი

ირაკლი ღარიბაშვილი: ვინც დაინტერესდა ე.წ. ჯიჰადის ვიდეოს გამოძიებით, მე მას ვუთხარი

მე არ ვარ ვალდებული, მთავრობის წევრებს მოვუყვე ყოველდღიურ რეჟიმში, რომელ საქმეს ვიძიებთ და რომელს არ ვიძიებთ , - ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა "tv 3"-ის ეთერში, გადაცემაში "დიდი პოლიტიკა" განაცხადა, როდესაც უპასუხა კითხვას, რატომ არ იცოდნენ მთავრობის წევრებმა, მათ შორის თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ალასანიამ, რომ ეს საქმე ერთი თვის წინ იყო გახსნილი.

"წულუკიანმა მახსოვს ამას წინეებზე მკითხა და მას ვუთხარი, ისიც, რა თქმა უნდა პირად საუბრებში. რომ ყოფილიყო სიტყვაზე, გარემოს დაცვის მინისტრი ან სხვა, ბუნებრივია ვეტყოდი. მე მაქვს იმის ნდობა, რომ მთავრობის წევრები ამ ინფორმაციას არ გაიტანდნენ. შესაბამისად, ძალიან მარტივი გასაგებია",-განაცხადა ღარიბაშვილმა.

კითხვაზე - გამოდის, რომ თავდაცვის მინისტრი არ დაინტერესდა, ღარიბაშვილმა უპასუხა "ალბათ, მაგრამ ერთი თვის განმავლობაში ეს საქმე გახსნილი იყო".

"თუმცა ამაზე ზედმეტი სპეკულაციები არ არის საჭირო. აქ არაფერი სერიოზული არ მომხდარა. ვინც დაინტერესდა და ვინც მკითხა, მე მას ვუთხარი, ეს იყო",-განაცხადა ღარიბაშვილმა.