"ტელეიმედის" გენერალურმა დირექტორმა თანამდებობა დატოვა

აღნიშნულის მიზეზი დენ ბეითსის ჯანმრთელობის მდგომარეობაა.

"სინანულით გვინდა, განვაცხადოთ, რომ ბატონი დენ ბეითსი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო იძულებულია, შეწყვიტოს საქმიანობა "ტელეიმედის" გენერალური დირექტორის პოსტზე. თითოეული ჩვენგანი – ერთის მხრივ, ბადრი პატარკაციშვილის ოჯახის და "ტელეიმედის" სამეთვალყურეო საბჭოს წევრები და მეორეს მხრივ, ბატონი ბეითსი მივიჩნევთ, რომ დენ ბეითსის მიერ "ტელეიმედში" გატარებულმა დრომ შეუფასებელი გამოცდილება შესძინა ახლადდაბრუნებული "ტელეიმედის" პირველი წლის საქმიანობას", - ნათქვამია ბადრი პატარკაციშვილის ოჯახისა და დენ ბეითსის მიერ გავრცელებულ ერთობლივ განცხადებაშია.

პატარკაციშვილების ოჯახის ცნობით, ბეითსი კვლავაც განაგრძობს "ტელეიმედთან" თანამშრომლობას, როგორც ტელეკომპანიის სამეთვალყურეო საბჭოს წევრი