პარლამენტში თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ "საზოგადოებრივი მაუწყებლის" სამეურვეო საბჭოს ორი წევრის - ეკა მაზმიშვილისა და ავთანდილ ანთიძის განცხადებები შევიდა.
მათი განცხადებები პარლამენტის თავმჯდომარის დავით უსუფაშვილის სახელზეა დაწერილი.
როგორც "ინტერპრესნიუსს" პარლამენტის აპარატიდან აცნობეს, მაზმიშვილმა პარლამენტს 30 სექტემბერს, ხოლო ანთიძემ - 1 ოქტომბერს მიმართეს.
ამჟამად, საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოში 7 წევრი დარჩა.