“Nine Inch Nails” ბრუნდება

“Nine Inch Nails” ბრუნდება

ორი დღის წინ ამერიკული ჯგუფის “Nine Inch Nails”-ის დამაარსებელმა ტრენტ რეზნორმა პრეს-კონფერენცია ჩაატარა და ჯგუფის აღდგენის შესახებ ოფიციალური განცხადება გააკეთა.

 

“Nine Inch Nails”-მა უკანასკნელი კონცერტი 2009 წლის 10 სექტემბერს, ლოს-ანჟელესის “Wilten”-ის დარბაზში ჩაატარა. ამ ღონისძიების შემდეგ ჯგუფმა შემოქმედებითი შვებულება აიღო.

 

ტრენტ რეზნორმა წინა თვეს საუნდტრეკი ჩაწერა სურათისათვის “გოგონა დრაკონის ტატუთი”. ამჟამად თავისუფალი დრო გამოუჩნდა და ჯგუფის აღდგენა სერიოზულად გადაწყვიტა.

 

რეზნორის ინფორმაციით, ახალ სტუდიურ ალბომზე მუშაობა უკვე დაიწყო. ეს ნამუშევარი დღის სინათლეს მომავალი წლის მეორე ნახევარში იხილავს.

 

ბოლო ორი წლის განმავლობაში რეზნორი სხვადასხვა ფილმების მუსიკალური გახმოვანებით იყო დაკავებული. ამ სფეროში გარკვეულ წარმატებას მიაღწია. მან “ოქროს გლობუსი” და “ოსკარი” დაიმსახურა რეჟისორ  დევიდ ფინჩის სურათის “სოციალური ქსელი” შექმნილი საუნდტრეკისათვის.

 

“Nine Inch Nails” ტრენტ რეზნორმა 1988 წელს ქალაქ კლივლენდში ჩამოაყალიბა. ის ჯგუფის ერთადერთი ოფიციალური წევრია. კონცერტების დროს, ასევე სტუდიური მუშაობისას სხვადასხვა მუსიკოსებს იწვევდა. მათი შემადგენლობა ყოველწლიურად იცვლებოდა.

 

2004 წელს გამოცემამ “Rolling Stone”,  ჯგუფი “NIN” ყველა დროის საუკეთესო ჯგუფების პირველ ასეულში 94-ე პოზიციაზე განათავსა.

 

ჯგუფს არსებობის განმავლობაში 15-მდე ალბომი აქვს გამოშვებული.