"ფსიქოპროექტის" მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, ხუთქულიან შკალაში რესპონდენტები ეკლესიას 3,50 ქულას ანიჭებენ, პრეზიდენტის ინსტიტუტი კი 2.02 ქულას იმსახურებს.
სხვა ინსტიტუტების ნდობის მაჩვენებელი შემდეგნაირად გამოიყურება: შეიარაღებული ძალები - 3,24 ქულა, პატრული - 3,04 ქულა, შსს - 2,82 ქულა, მთავრობა - 2,65 ქულა, არასამთავრობოები - 2,65 ქულა, ცსკ - 2,60 ქულა, პარლამენტი - 2,60 ქულა, პროკურატურა - 2,51 ქულა, მასმედია - 2,44 ქულა, სასამართლო - 2,37 ქულა.
კვლევა 16-23 სექტემბერს საქართველოს 11 რეგიონში "ქართული ოცნების" საარჩევნო შტაბის დაკვეთით ჩატარდა.