სოზარ სუბარი:  არჩევნებიდან ერთი წლის თავზე ჩვენ თავისუფალ ქვეყანაში ვცხოვრობთ

სოზარ სუბარი: არჩევნებიდან ერთი წლის თავზე ჩვენ თავისუფალ ქვეყანაში ვცხოვრობთ

არჩევნებიდან ერთი წლის თავზე ჩვენ ვცხოვრობთ თავისუფალ ქვეყანაში, სადაც თავისუფლად შეიძლება სუნთქვა, - ამის შესახებ სასჯელაღსრულების მინისტრმა სოზარ სუბარმა ჟურნალისტებს სასტუმრო "ქორთიარდ მერიოტში" განუცხადა. 

"დღეს ერთ-ერთ მეწარმესთან ვიყავი, რომელსაც მისი ნაყიდი ქონება წაართვეს და აჩუქეს კოდუას. დღეს ეს ადამიანი თავის საწარმოში აგრძელებს ბიზნესს. ბიზნესის წართმევა ყოფილი ხელისუფლებისთვის ცხოვრების წესად იყო ქცეული, დღეს თავისუფლებაა და ყველა პირობაა შექმნილი იმისთვის, რომ ეკონომიკურად განვითარდეს ქვეყანა და ამის შედეგებს ძალიან მალე ვიხილავთ", - განაცხადა სუბარმა.

მისი თქმით, დღეს, "ფოკუსი არის ადამიანი და მისი უფლებები, მოთხოვნილებები და არა ერთი მუჭა მმართველი ზედა ფენა, რომელიც ცდილობდა ყველაფერი ხელში ჩაეგდო".