საპარლამენტო უმცირესობა ეკონომიკურ საკითხებზე მსჯელობისას უმრავლესობასთან პოლიტიკურ კინკლაობას არ აპირებს

საპარლამენტო უმცირესობა ეკონომიკურ საკითხებზე მსჯელობისას უმრავლესობასთან პოლიტიკურ კინკლაობას არ აპირებს

უმცირესობის ერთ-ერთი ლიდერის გიორგი ვაშაძის განმარტებით, ქვეყნის ეკონომიკა რთულ მდგომარეობაშია, ამიტომ მნიშვნელოვანია ამ საკითხზე მსჯელობა გაიმართოს.

"ჩვენ არ ვაპირებთ კინკლაობას და ეს დებატები ამის საშუალება არ არის. გვინდა ვაჩვენოთ მთავრობას რა უნდა გავაკეთოთ ეკონომიკაში, რადგან ვერ ვხედავთ მათ ხედვას. ქვეყნის ეკონომიკა რთულ მდგომარეობაშია, რადგან ინცესტიციები არ შემოდის. შეჩერებულია მშენებლობები და ეს ყველაფერი ახალი ხელისუფლების მოსვლის შემდეგ დაიწყო. ამიტომ ვფიქრობთ, დებატებზე გარკვეული რჩევებიც მივცეთ უმრავლესობას ეკონომიკურ საკითხებზე", - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

შეგახსენებთ, რომ ეკონომიკურ საკითხებზე მსჯელობა პარლამენტში დღეს გაიმართება.