თბილისის საკრებულოში ფრაქცია

თბილისის საკრებულოში ფრაქცია "დედაქალაქის" სხდომას გიგი უგულავა ესწრება

თბილისის მერის განცხადებით, ის მზად არის, საკრებულოს ყველა ფრაქციას შეხვდეს, რათა ისინი ამხანაგობების აღდგენის აუცილებლობაში დაარწმუნოს.

"გვაქვს კონკრეტული პროექტი, რომელიც ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების პროექტის აღდგენას ითვალისწინებს. ეს არ არის მხოლოდ ლიფტების, სახურავების, კომუნიკაციის ან სადარბაზოების აღდგენა. ამხანაგობა პირველ რიგში, ეს არის ცივილიზებული, კეთილმეზობლური ურთიერთობების ჩამოყალიბება. ეს პროგრამა თბილისის მოსახლეობის ნორმალურ პირობებში ცხოვრებას ემსახურებოდა, ეს არის ჩვენი ძირითადი წუხილი. 2 თვეა, საკრებულომ ეს პროგრამა შეაჩერა და მე მზად ვარ, დავარწმუნო ყველა დეპუტატი ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების პროგრამის აღდგენაში, რათა თბილისელებმა ისარგებლონ ამით", - განაცხადა გიგი უგულავამ.

ამ წუთებში თბილისის საკრებულოში ფრაქცია "დედაქალაქის" სხდომა მიმდინარეობს. 25 სექტემბერს მათ წერილობით მიმართეს გიგი უგულავას, რათა ფრაქციის სხდომას დასწრებოდა და არსებული პრობლემები ერთად განეხილათ.