"მე ძალიან მკაფიო სიგნალი მივეცი ჩვენს ევროპელ კოლეგებს"

ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა სტრასბურგში, ევროსაბჭოს პოლიტიკური ჯგუფის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

"შეხვედრის ნახევარზე მეტი რუსეთთან ურთიერთობის საკითხებს, კონკრეტულად, საოკუპაციო ზოლის გასწვრივ მიმდინარე მავთულხლართების გაბმის სამუშაოებს დაეთმო და მე ძალიან მკაფიო სიგნალი მივეცი ჩვენს ევროპელ კოლეგებს და ვაპირებ, იგივე გავაკეთო ყველა სხვა პოლიტიკურ ჯგუფთან შეხვედრის დროს ხვალ და ზეგ. კერძოდ, ყველა, ვინც ვაკრიტიკებთ წინა ხელისუფლებას იმაში, რომ 2008 წლის აგვისტოში შეცდომა დაუშვა, ვამბობთ იმას, რომ იგი არ უნდა ჩართულიყო შეიარაღებულ კონფლიქტში და რა უნდა გაეკეთებინა?- დანარჩენი მსოფლიო უნდა შეეწუხებინა, რომ დანარჩენ მსოფლიოს სხვა გზებით და საშუალებებით რუსეთზე სათანადო გავლენა მოეხდინა. აი, ახლა ჩვენ ჩვენს ევროპელ კოლეგებს მივმართავთ", - განაცხადა უსუფაშვილმა.