ირაკლი ალასანია: შეიძლება ვერც ერთი და ორი მთავრობის პერიოდიც არ იყოს საკმარისი, რომ ტერიტორიული მთლიანობის საკითხი მოვაგვაროთ

ირაკლი ალასანია: შეიძლება ვერც ერთი და ორი მთავრობის პერიოდიც არ იყოს საკმარისი, რომ ტერიტორიული მთლიანობის საკითხი მოვაგვაროთ

"დღეს პრაქტიკულად არც ერთი კონფლიქტი ომით არ წყდება, ყველა კონფლიქტის გასაღები დევს ეკონომიკაში, დევს ურთიერთობის აღდგენაში და ჩვენ ახლიდან უნდა გავაცნოთ ქართველები აფხაზებს და ოსებს,"- ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ TV-3-ის გადაცემა "დიდი პოლიტიკის" ეთერში სტუმრობისას განაცხადა.

ალასანიას თქმით, "შეიძლება ვერც ერთი და ორი მთავრობის პერიოდიც, შეიძლება არ იყოს საკმარისი იმისთვის, რომ ჩვენ ეს კონფლიქტი სტულმასშტაბიანად მოვაგვაროთ".

"ასეთი მოლოდინი ივანიშვილის მთავრობას და არც წინასაარჩევნოდ კოალიცია "ქართულ ოცნებას" დაპირების სახით არ გაუკეთებია, იმიტომ, რომ ძალიან ბევრნი ვართ ამ კოალიციაში ისეთები, ვინც უშუალოდ ვიცით როგორ უნდა მოხდეს ნდობის აღდგენა, როგორი ნაბიჯების გადადგმაა საჭირო იმისათვის, რომ ჩვენ დავიწყოთ ქართულ-აფხაზური, ქართულ-ოსური შერიგების პროცესი და ვიცით, რომ ამას დრო სჭირდება. მე არანაირ ვადებს არ დავაზუსტებ და დავაკონკრეტებ, ერთი რამ კი აბსოლუტურად გულწრფელად მინდა ვთქვა: მე ჩვენი მრავალათასწლიანი ისტორიიდან გამომდინარე, როდესაც საქართველო მტრების მიერ არაერთხელ ყოფილა დანაწევრებული და ქართველები დავმდგარვართ ფეხზე და გაგვიერთიანებია ეს ქვეყანა, ისევ ვარ დარწმუნებული, რომ ჩვენ ტერიტორიულ მთლიანობას აღვადგენთ. უფრო სწორად, ამ ტერიტორიული მთლიანობის რდგენი სპროცეისის წინაპირობა იქნება ქართულ-ოსური და ქართულ-აფხაზური ურთიერთობების აღდგენა,"- განაცხადა ირაკლი ალასანიამ