"28 ელჩის ვიზიტი დიცსა და ერგნეთში ძლიერი სიგნალი და განაცხადია"

ამის შესახებ ევროკავშირის უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარემ სტივენს ვოლტერმა განაცხადა.

"ჩვენ დღეს ვიყავით დიცსა და ერგნეთში, ვნახეთ იქ აღმართული მავთულხლართები. ამის გამო ძალიან შეშფოთებული ვარ. 28 ელჩის ვიზიტი ამ ადგილზე, ძლიერი სიგნალი და განაცხადია. ეს არის ევროპის ჩართულობის მკაფიო დადასტურება. მე ასევე მინდა, ყურადღება გავამახვილო, უსაფრთხოებასა და დაცვაზე და ამ კუთხით ჩვენ ვცდილობთ, ჩარჩო შეთანხმების მიღწევას", - განაცხადა ვოლტერმა