კენჭისყრის დღეს ფოტო-ვიდეო გადაღების რეგულაციების განხილვა

კენჭისყრის დღეს ფოტო-ვიდეო გადაღების რეგულაციების განხილვა

30 სექტემბერს, ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინიციატივით სამოქალაქო სექტორთან გაიმართა შეხვედრა, სადაც კენჭისყრის დღეს საარჩევნო უბნებზე უფლებამოსილი პირების მიერ ფოტო-ვიდეო გადაღებასთან დაკავშირებული რეგულაციების საკითხები განიხილეს. შეხვედრას ესწრებოდნენ როგორც მედიის, ისე ადგილობრივი არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები.

როგორც ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე თამარ ჟვანიამ ჟურნალისტებს განუცხადა - განიხილება დადგენილების ნიუანსები, შესაძლო რისკები და შესაბამისად ყველა დაინტერესებულ მხარესთან ერთად ისეთი გადაწყვეტილება იქნება მიღებული, რომელიც პირველ რიგში ამომრჩეველთა ინტერესებს გაითვალისწინებს - ”დღეს ჩვენ მოწვეული გვყავს ყველა ჩართული მხარე ვისაც ეს საკითხი ეხება, არა მხოლოდ მედიის წარმომადგენლები არამედ ადგილობრივი არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციები ანუ ის პირები ვინც კენჭისყრის დღეს არიან უფლებამოსილი აკრედიტაციის შემთხვევაში იმყოფებოდნენ საარჩევნო უბანზე და მათთან ერთად განვიხილავთ ამ დადგენილებას, მის ნიუანსებს, დადებით და უარყოფით მხარეებს, შესაძლო რისკებს და ჩვენ მივიღებთ ისეთ გადაწყვეტილებას, რომელიც ყველა ჩართული მხარისთვის იქნება მეტნაკლებად მისაღები, თუმცაღა ეს გადაწყვეტილება პირველ რიგში ამომრჩეველთა ინტერესების გათვალისწინებით მიიღება” - განაცხადა თამარ ჟვანიამ.