შეხვედრა ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებთან

შეხვედრა ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებთან

30 სექტემბერს, მარნეულის რაიონის სოფ. სადახლოში ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებს ცესკოს და ა/ო „საქართველოს აზერბაიჯანელ ქალთა კავშირის” წარმომადგენლებმა საპრეზიდენტო არჩევნებისთვის ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ, ეროვნული უმცირესობების ამომრჩევლებისათვის თანაბარი საარჩევნო გარემოს უზრუნველყოფის მიზნით, საპრეზიდენტო არჩევნებისთვის სხვადასხვა ღონისძიებების შესახებ მიაწოდეს ინფორმაცია. გაიმართა კენჭისყრის დღის სიმულაციაც, იმისათვის, რომ სოფ. სადახლოს მოსახლეობამ სრულად იცოდეს - რა პროცედურები უნდა გაიაროს ამომრჩეველმა არჩევნებში მონაწილეობის მიზნით. დღესვე სოფ. სადახლოს მოსახლეობას საინფორმაციო ბროშურები დაურიგდათ. 

შეხვედრა სსიპ - საარჩევნო სისტემების, განვითარების, რეფორმების და სწავლების ცენტრის ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა.